top of page
  • White Facebook Icon
  • White Twitter Icon
  • White YouTube Icon
  • White Instagram Icon
ეკოლოგია

ეკოლოგია (ბერძნ. oikos - სახლი, გარემო, და logos - შეცნობა, სწავლა) ბიოლოგიის ნაწილია, რომელიც ცოცხალ ორგანიზმებს შორის ურთიერთკავშირებს, აგრეთვე ცოცხალ ორგანიზმებსა და მათ საცხოვრებელ გარემოს ურთიერთდამოკიდებულებას შეისწავლის.

ტერმინი "ეკოლოგია" ზოგჯერ ცნების "გარემოს დაცვა" აღსანიშნავადაც გამოიყენება, თუმცა ბოლო წლებში ამ ორი ტერმინის გამიჯვნის ტენდენცია შეიმჩნევა , სადაც "ეკოლოგია" აღნიშნავს ბიოლოგიის დარგს, ხოლო "გარემოს დაცვა" - ადამიანის საქმიანობის შედეგად მისი გარემოს დეგრადაციასთან დაკავშირებულ საკითხებს.

არსებობს ტერმინის "ეკოლოგია" კიდევ რამდენიმე განმარტება:

 

მთა რუვენზორის ვეგეტაცია, უგანდა

  • ეკოლოგია არის მეცნიერება, რომელიც მიმართულია ცოცხალ არსებათა განთავსების და განაწილების, მათ გარემომცველ სამყაროსთან ურთიერთობის და წონასწორობის პირობების შეცნობისაკენ.

  • ეკოლოგია ბუნების ეკონომიკაა.

  • ეკოლოგია გარემოს ორგანულ და არაორგანულ კომპონენტებთან ცოცხალი ბუნების ურთიერთობების შემსწავლელი მეცნიერებაა.

  • ეკოლოგია არის მეცნიერება, რომელიც ცოცხალ ბუნებაში არსებულ რთულ ურთიერთკავშირებს სწავლობს.                 

                                                                                                                       

                                                                                                             ეკოლოგიის დარგები

წყარო: ქართული ვიკიპედია

 

ნაგავის საქმე როგორც ხედავთ არა მარტო დიდიებს არამედ ჩვენც პატარებსაც გვაწუხებს ეს გუნდი იმისთვისაა შექმნილი რომ მთელმა მსოფლიომ ჩავკიდოთ ხელი ერმანეთს და დავიცვათ დედამიწა დაბინძურებისაგან თუ სხვა ქვეყნები ასე უფრთიხლდებიან თვიანთ ქვეყანებს და იმაზე აღარ არის ლაპარაკი რომ ნაგავი გარეთ არ დაყარონ.მათ ცალ-ცალკე აქვთ:ქაღალდის, პლასტმასის ბოთლების,მინის ბოთლების და ა.შ ნაგვის ურნები ჩვენ ამასაც კი არ ვითხოვთ უბაროლთ ჩავყაროთ ნაგავი ურნაში ნუ თუ მასეთ დონეზე მივალთ რომ უკვე ასე დავახარისხებთ რა თქმა უნდა უკეთესი იქნება ასევე არა მარტო ჩვენ ვართ ამაში დამნაშავეები არამედ ისინი ვისაც ნაგავი მიაქვთ კითხვაა:სად მიაქვთ ეს ნაგავი? სად მიაქვთ და მთებზე იქ წვავენ. ნატავი რატომ იგივე არაა მანც ხომ ვსუნთავთ ამ ყველაფერს ამ სიბინძურეს!!!

ჩვენი ტექსტი

ნაგვის საქმე
გარემოს დაბინძურება

დაბინძურება — დაბინძურებული ნივთიერებების შემოტანა ბუნებრივ გარემოში, რომელიც იწვევს ცვალებადობას, არეულობას, ზიანს ან დისკომფორტს ფიზიკურ სისტემებსა თუ ცოცხალ ორგანიზმებში. ადამიანთა საქმიანობა სერიოზულ ზიანს აყენებს გარემოს. გარემოს დაბინძურების ერთ-ერთი ფორმა საყოფაცხოვრებლო ნაგვის დაყრაა, თუმცა გაცილებით უფრო სერიოზულ ზიანს სამრეწველო და სასოფლო-სამეურნეო საწარმოთა საქმიანობისა და სატრანსპორტო საშუალებათა მოქმედების ნარჩენი პროდუქტები იწვევს, რომლებიც ჰაერსაც აბინძურებს, წყალსაც დანიადაგსაც.

გარემოს დაბინძურება ახალი პრობლემა არაა. ექვსასი წლის წინ ლონდონის თავზე ჰაერი ქვანახშირის წვის პროდუქტით — სქელი კვამლით — იყო სავსე. დროთა განმავლობაში მრავალი კანონი გამოიცა, რათა ზოგიერთი სახის დაბინძურება შეწყვეტილიყო. დღეს ბევრი ქვეყნის მთავრობაში საგანგებო უწყებები არსებობს, რომლებსაც გარემოს დაბინძურების შემცირება ავალიათ.

ჰაერის დაბინძურება

ფაბრიკა-ქარხნებიელექტროსადგურები და ავტომანქანები უამრავ ნარჩენ აირს, ჭვარტლსა და მტვერს გამოყოფს ჰაერში. დაბინძურებული ჰაერი ადამიანს და სხვა ცოცხალ არსებას ფილტვებს უზიანებს. ჰაერის ზოგიერთი სახის დაბინძურებამ შეიძლება გონებასაც კი ავნოს. ჰაერში ნარჩენი აირების დაგროვება მჟავურ წვიმებს იწვევს, რომლებიც ხეებს, ტბებს, მდინარეებსა და შენობებსაც კი აზიანებს. ოზონი აირია რომელიც ატმოსფეროს ზედა ფენებში ბუნებრივად წარმოიქმნება ჟანგბადისაგან. დედამიწას ოზონის თხელი ფენა იცავს მზის ულტრაიისფერი მავნე სხივების ზემოქმედებისაგან. ოზონის ფენას საწვავის წვით წარმოქმნილი აირები და ფრეონი ანადგურებს, რომელსაც მაცივრები და აეროზოლები შეიცავს. თუ ოზონის ძირითადი ფენა დაზიანდა, კანის კიბოთი დაავადების შემთხვევები მოიმატებს.

წყლის დაბინძურება

 და წყლის მცენარეები იხოცება. სოფლის მეურნეობაში ხშირად იყენებენ ქიმიურ სასუქებსა და პესტიციდებს, რომლებიც ძლიერი წვიმის შედეგად შეიძლება მდინარეში ჩაირეცხოს. ზღვას ძლიერ აბინძურებს ტანკერებიდან და ნავთობის კოშკურებიდან ჩაღვრილი ნავთობი.

ნიადაგის დაბინძურება

ნიადაგის დაბინძურებას დაუფიქრებლად გადაყრილი ნაგავი იწვევს. ზოგიერთი სახის ნაგავი სწრაფად ლპება, პლასტმასების უმეტესობა კი — არასოდეს.

უაღრესად სერიოზულ დაბინძურებას იწვევს ატომური ელექტროსადგურების რადიაქტიური ნარჩენები. ამგვარ ნარჩენებს, ძირითადად, კონტეინერში ათავსებენ და ჰერმეტულად ხუფავენ, თუმცა მათი მცირე რაოდენობა მაინც ხვდება წყალში ან ჰაერში. მეცნიერებს აშფოთებთ ამგვარი დაბინძურების ხანგძლივი ზემოქმედება, რადგან რადიაქტიური ნარჩენები ათასობით წლის განმავლობაში ინარჩუნებს მავნე გამოსხივების უნარს.

ნიადაგის დაბინძურება გაიანას სანაპიროზე

ჰაერის დაბინძურება

წყლის დაბინძურება ქ. გორში

ინფორმაციის წყარო: ქართული ვიკიპედია

საქართველოს ფაუნა

საქართველოს ცხოველთა სამყარო (ფაუნა) საკმაოდ მრავალფეროვანია. საქართველოში ცნობილია ძუძუმწოვრების 100-მდე, ფრინველების 330-ზე მეტი, ქვეწარმავლების 48, ამფიბიების11, თევზების 160-მდე და უხერხემლო ცხოველების ათასობით სახეობა.

საქართველოს ტერიტორიაზე ფართოდაა წარმოდგენილი ცხოველთა როგორც ენდემური, ისე სხვადასხვა ქვეყნებისათვის დამახასიათებელი სახეობები. მათგან საქართველოში ჭარბობს ევროპული, შუა და წინააზიური სახეობები.

საქართველოში მთიანი ტერიტორიების სიჭარბის გამო ცხოველთა გავრცელებას კარგად გამოხატული სიმაღლებრივი ზონალურობა ახასიათებს. თუმცა, ცალკეული სახეობები ერთდროულად რამდენიმე ზონაშიც შეიძლება შეგვხვდნენ. აქ ძირითადად გამოიყოფა დასავლეთ აღმოსავლეთ საქართველოს მთათაშორისი ბარის, აგრეთვე ტყისა და ალპური ზონები.

დასავლეთ საქართველოს ვაკისა და დაბლობის ზონის მრავალფეროვანი ცხოველთა სამყარო ძლიერ განადგურებულია. თითქმის მოისპო ისეთი მტაცებლები, როგორიცაა მგელი, ტურა,ფოცხვერი. იშვიათად ვხვდებით დედოფალას, მაჩვს. ჯერ კიდევ შემორჩა შველი, გარეული ღორი, ევროპული თხუნელა, ღამურა, კურდღელი, კავკასიური ციყვი, ტყის თაგვი თეთრყელა კვერნა და სხვა.

ზონა მდიდარია ფრინველებით. აღსანიშნავია კოლხური ხოხობი, რომელსაც ამჟამად მდინარე ენგურსა და რიონს შორის მოქცელ ტერიტორიაზე ვხედავთ.

კოლხეთის დაბლობზე აკლიმიზირებული ცხოველებიდან ფართოდ გავრცელდა ძვირფასბეწვიანი მღრნელი ნუტრია (შემოყვანილია სამხრეთ ამერიკიდან).

აღმოსავლეთ საქართველოს ვაკისა და დაბლობი ზონის ფაუნა საკმაოდ მრავალფეროვანია. გარდა ველის სახეობებისა, აქ მრავლადაა წარმოდგენილი ჭალის ტყისათვის დამახასიათებელი ცხოველები.

ძუძუმწოვრებიდან აღსანიშნავია შირაქის ქურციკი, ჭალის გარეული ღორი, შველი, ირემი, ევროპული ზღარბი, კავკასიური თხუნელა. თბილისის მიდამოებშია ცნობილი ყველაზე პატარა ძუძუმწოვარი - ფუღუ, რომელიც წითელ წიგნშია შეყვანილი.

აღმოსავლეთ საქართველოს სტეპები, ნათელი ტყეები და ნახევრადუდაბნოები ხელსაყრელ პირობებს უქმნის ქვეწარმავალთა მრავალსახეობას.

საკმაოდ მრავალფეროვანია მთის ტყის ფაუნა. აქ ძუძუმწოვრებიდან აღსანიშნავია გარეული ღორი, შველი, ირემი, კურდღელი, ციყვი, კავკასიური თრია და სხვ. მტაცებლებიდან კავკასიური მურა დათვი, მგელი, ტურა, მელა, ფოცხვერი და სხვ.

ცხოველთა სამყაროს საკმაო მრავალფეროვნებით გამოირჩევა საქართველოს ალპური ზონა. აქაური ცხოველთა სამყარო ორიგინალურია. რთული რელიეფი, სუსხიანი ჰავა და უტყეობა თავისებურ დაღს ასვამს ცხოველებს - აქ არსებობა შეუძლიათ მხოლოდ თოვლსა და ხანგძლივი ზამთრის პირობებთან შეგუებულებს. ჩლიქოსნებიდან აღსანიშნავია კავკასიისთვის ენდემურიჯიხვი. იგი ზაფხულობით ალპურ საძოვრებზე ბალახობს, ზამთარში კი ჩამოდის ტყის საზღვრამდე და იკვებება გამხმარი ბალახით, ხავსებით და ლიქენებით.

მაღალმთიან ზონაში დიდი რაოდენობითაა ფრინველი.

XX საუკუნის 20-იანი წლებიდან მოყოლებული საქართველოში აკლიმიტიზირებულია მრავალი ცხოველი. მათ შორის: ალთაური ციყვი, გამბუზია, სარკისებრი კობრი, სიგი და სხვა.

საქართველოში ბუნებაზე ადამიანის ზემოქმედების შედეგად, მნიშვნელოვნად შემცირდა ცალკეულ ცხოველთა გავრცელების არეალი, ზოგიერთი მათგანი მოისპო კიდეც. მაგალითად, XX საუკუნის პირველ მოთხედში მოკლულ იქნა უკანასკნელი დომბა, მეორე ნახევარში - ქურციკი. მნიშვნელოვნად შემცირდა ნიამორისა და ხოხობის როგორც გავრცელების არეალი, ასევე რაოდენობა.

ფასკუნჯი შიო მღვიმელის მონასტრის თავზე

კავკასიური ციყვი.

ცხვრები ჩრდილო-აღმოსავლეთ საქართველოში

ინფორმაციის წყარო ქართული ვიკიპედია

საიტი გაკეთებულია 2016 წელს. 

bottom of page